თენგიზ შარმანაშვილი - გაერთიანებულმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს, თავიანთი რადიკალიზმიდან რომ არ გადაეხვიათ, უცხო პატრონებზე არიან დამოკიდებული და მათ მითითებებს ასრულებენ
გაერთიანებულ პარტიებს წარსულს არავინ შეახსენებდა და არც ახსენებდა, როცა კოჰაბიტაციის ეტაპი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში რევოლუციური სიტუაციების გარდა, მათ არაფერი გაუკეთებიათ.
„მაშინ არაფერი არ შეახსენეს და უთხრეს, რომ რაც იყო, იყო, მოდით, კონსტიტუციის ფარგლებში ურთიერთობა დავიწყოთო, მაგრამ თავი თავად შეგვახსენეს და თქვეს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში არ იმოქმედებენ. მათ საქართველოში, რევოლუციური სიტუაციების გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. როცა პარლამენტში იყვნენ, სხდომის ჩასაშლელად ნივთიერებებს ყრიდნენ, ხან მაგიდებზე ადიოდნენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ თავიც შეეხსენებინათ და თავიანთი წარსულიც. ამიტომ წარსულის შეხსენება ნუ გაუკვირდებათ. საკონსტიტუციო სარჩელსაც თუ ნახავთ, იქ მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდზე არ არის საუბარი, მსგავსი ქმედებები მას შემდეგაც გააგრძელეს. ყველაფერი გააკეთეს, რომ თავიანთი რადიკალიზმიდან არ გადაეხვიათ და დესტრუქციულ რეჟიმში ყოფილიყვნენ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რონ უცხო პატრონებზე არიან დამოკიდებული და მათ მითითებებს ასრულებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.