თენგიზ შარმანაშვილი - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არიან და კონგრესში წარმომადგენლები ჰყავთ, ამიტომ არის რთული ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითთან“ ბრძოლა
თენგიზ შარმანაშვილი - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაშიც“ არიან და კონგრესში წარმომადგენლები ჰყავთ, ამიტომ არის რთული ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითთან“ ბრძოლა

ჯიმ შაჰინი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. სამწუხაროდ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ, რა თქმა უნდა, ჰყავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ არის რთული დონალდ ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითთან“ ბრძოლა.

„კონგრესში დონალდ ტრამპის ბოლო გამოსვლამ რა გამოხმაურება ჰპოვა, იცით. ჯიმ შაჰინი „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. სამწუხაროდ, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები „რესპუბლიკურ პარტიაში“ არ არიან და კონგრესში წარმომადგენლები არ ჰყავთ, რა თქმა უნდა, ჰყავთ. დონალდ ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითთან“ ბრძოლა სწორედ ამიტომ არის რთული. ეს უდიდესი და ურთულესი ბრძოლაა. იმედია, ის ამ ბრძოლის გაგრძელებას და დასრულებას წარმატებით შეძლებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „მეგობარი აქტი“ წარადგინეს.