თენგიზ შარმანაშვილი - ჩეხეთში წასვლა დიპლომატიური პასპორტით თუ დაგვჭირდება, საკონსულოს მივაკითხავთ, ამ სანქციას მნიშვნელობა არ აქვს, აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ
თენგიზ შარმანაშვილი - ჩეხეთში წასვლა დიპლომატიური პასპორტით თუ დაგვჭირდება, საკონსულოს მივაკითხავთ, ამ სანქციას მნიშვნელობა არ აქვს, აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ

ჩეხეთში წასვლა დიპლომატიური პასპორტით თუ დაგვჭირდება, საკონსულოს მივაკითხავთ, ამ სანქციას მნიშვნელობა არ აქვს, აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების თვალსაზრისით, აქტიურობას აქამდე ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენდნენ, ახლა კი ჩეხეთიც მათ შეუერთდა.

„ჩეხეთში წასვლა დიპლომატიური პასპორტით თუ დაგვჭირდება, ჩეხეთის საკონსულოს მივაკითხავთ. ჩვენთვის ამ სანქციას მნიშვნელობა არ აქვს, აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ. ეროვნულ ინტერესებზე უარს არ ვიტყვით იმის გამო, რომ ვიღაცამ არ დაგვასანქციროს. მაშინ არც ჩვენს პარლამენტის წევრობას აქვს აზრი და არც პოლიტიკურ საქმიანობას. ეს შანტაჟის ენაა, რასაც მიჩვეული ვართ. აფიქსირებენ, რომ ხელისუფლების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვთ. როგორც ჩანს, ერთმანეთს რადიკალიზმში ევროპაშიც ეჯიბრებიან. ჩვენს შემთხვევაში აქტიურობას ბალტიისპირეთი იჩენდა, როგორც ჩანს, ახლა ჩეხეთი შეუერთდა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ  ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.