თენგიზ შარმანაშვილი – აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობები ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე დაადასტურა

11:32, 06.04.2026

აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობები ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე დაადასტურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოშ ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არსებული ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის.

„იცით, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით ბევრჯერ დადგომია, გაჭირვების ჟამსაც. რა თქმა უნდა, სტრატეგიული მილსადენები, რომლებიც საქართველოზე გავიდა აზერბაიჯანიდან თურქეთის გავლით ევროპისკენ, ზუსტად ამ სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი დამადასტურებელია. იქიდან მოყოლებული, ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები გრძელდება, კიდევ უფრო მტკიცდება, მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როცა ყველა ერთად სამშვიდობო პროცესების მომხრე ვიყავით კავკასიაში. იმედია, ეს მყარი მშვიდობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არსებული ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

მსგავსი