თენგიზ შარმანაშვილი - არჩევნებში მერამდენედ უნდა გავიმარჯვოთ? გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც, ოპოზიცია შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადოს, თუ მოიგებენ, მთავრობას გადადგომა არ დასჭირდება
თენგიზ შარმანაშვილი - არჩევნებში მერამდენედ უნდა გავიმარჯვოთ? გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც, ოპოზიცია შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადოს, თუ მოიგებენ, მთავრობას გადადგომა არ დასჭირდება

რაღაც მოსაზრებების გამო მთავრობა არ გადადგება. შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადონ, თუ მოიგებენ, მთავრობას გადადგომა არ დასჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან სპეკტაკლებს მიჩვეული არიან.

„მადლობელი ვარ გედევან ფოფხაძის, რომ ცოტა დრო კიდევ მოგვცა, ბენზინს არ მოგვასხამს და ასანთს არ გვესვრის, პროგრესი აქვს. თვითმმართველობის არჩევნები სულ ახლახან იყო და მილიონ ასი ათასმა ადამიანმა თქვა, რომ მმართველ პარტიას უჭერს მხარს. რა ორ კვირაში ერთხელ გადადგომაზე გველაპარაკებიან? გაიგონ, რომ საქართველოში მთავრობების შეცვლა ასე არ წყდება. ვიდრე ეს სამართლებრივად არ მოხდება, სახელმწიფო არასამართლებრივად ამას არ დაუშვებს. არჩევნებში მერამდენედ უნდა გავიმარჯვოთ? გამარჯვებაც არის და გამარჯვებაც. რაღაც მოსაზრებების გამო მთავრობა არ გადადგება. შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადონ, თუ მოიგებენ, მთავრობას გადადგომა არ დასჭირდება. ოპოზიციის მხრიდან ვუყურებთ სპექტაკლებს, რასაც მივეჩვიეთ. ჯობს, ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ. რა როლებს უნაწილებენ, ერთმანეთში გაარკვიონ“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა: „პოლიტიკურ-სამართლებრივი ბრძოლის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის, მაინცდამაინც შეიარაღებული აჯანყების წინაშე არ ვდგავართ“.