თენგიზ ჯგუშიას მოთხოვნა | მოამბე

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის მერიის წინ ბრიფინგი გამართა. მან დებატებზე უარის გამო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია გააკრიტიკა.

ჯგუშიამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, საქართველოს პირველი არხი ვალდებულია, გამართოს მერობის კანდიდატების დებატები. მან გააკრიტიკა საქართველოს პირველი არხი და მოუწოდა, მეტი ყურადღება დაუთმონ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

საქართველოს პირველ არხს რიგგარეშე არჩევნებზე დებატების ვალდებულება არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, არხი გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და კანდიდატთა შეხვედრებს აქტიურად აშუქებს.