თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბთან აქციაზე გაურკვეველი ნივთი ესროლეს
თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბთან აქციაზე გაურკვეველი ნივთი ესროლეს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია მივიდა. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან შეხვედრას ითხოვდა.

აქციაზე ინციდენტიც მოხდა. თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა გაურკვეველი ნივთი ესროლეს. დამოუკიდებელი კანდიდატი ვითარების დაძაბვაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ მიერ მოგზავნილი ადამიანები ცდილობდნენ ვითარების დაძაბვას. უცენზურო სიტყვებით სცადეს მოსახლეობასთან ჩემი კომუნიკაციის ჩაშლა. ესაა „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე“, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

მმართველ გუნდში ჯგუშიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ.