თენგიზ ფხალაძე - რუსეთი ცდილობს, განავითაროს მითი, თითქოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან 
თენგიზ ფხალაძე - რუსეთი ცდილობს, განავითაროს მითი, თითქოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მსგავსი რეაქცია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგია.

„ამ განცხადებაში, არც მის შინაარსში და არც მის ტონში ახალი არაფერი არ არის. რუსეთი ცდილობს განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ რაზედაც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიხმართ ყველა ღონეს, რათა ეს პერსპექტივა მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს და ის, რომ აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეს არის შეიძლება ითქვას ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების სტაბილურობის და შემდგომი განვითარების,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი