თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ტემპერატურა აღარ აღენიშნება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძეს კვლავ აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, ყელის ტკივილი და ხველა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ის მკურნალობას ინფექციურ კლინიკაში გადის.