თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.

დატოვე კომენტარი