თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი შესაძლებელი იქნება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 30 პროცენტს მიაღწევს
თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი შესაძლებელი იქნება, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა 30 პროცენტს მიაღწევს

ქვეყანაში სადღაც 30 პროცენტზე მაინც რომ ავა ვაქცინირებულთა რაოდენობა, მაშინ შესაძლებელი იქნება შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში აცრილია მოსახლეობის ორი პროცენტი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

„ჩვენ ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასე გავიმეორებთ შეზღუდვების შემცირებასაც, მაგრამ ახლა ნუ უკავშირებთ, რადგან ორი პროცენტი გვყავს აცრილი მოსახლეობის და ორი პროცენტი შეზღუდვებს ვერ შეამცირებს. აი, სადღაც 30 პროცენტზე მაინც რომ ავალათ, მერე ვილაპარაკოთ. ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება, შემცირდება კომენდანტის საათის ინტერვალი. თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია, თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95 პროცენტი და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მერე შეგიძლიათ, წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს, პირბადეები, ვაქცინა და მერე ვისაუბროთ შეზღუდვებზე. იცით, ისრაელს, ახლა ძალიან რომ გვშურს – აი, ასეთი უნდა ქვეყანა და ასეთი უნდა მთავრობა, იმას კი არ წერენ რომ მთავრობა კი არ უნდა ასეთი, ხალხი უნდა ასეთი, შეგნება უნდა ასეთი. ისრაელს სამი თვის წინ ჰქონდა ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა. ჩვენ გყვავს 270 ათასი ინფიცირებული სულ, იმათ 900 ათასი ჰყავდათ ინფიცირებული. სიკვდილობა ჩვენზე მაღალი ჰქონდათ და სამ თვეში მაჩვენებლები გაანულეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.