თენგიზ ცერცვაძე - პირბადეები რჩება ყველაზე დიდ თავის ტკივილად, მოსახლეობა არ არის განწყობილი, რომ პირბადე გამოიყენოს
თენგიზ ცერცვაძე - პირბადეები რჩება ყველაზე დიდ თავის ტკივილად, მოსახლეობა არ არის განწყობილი, რომ პირბადე გამოიყენოს

პირბადეები რჩება ჩვენს ყველაზე დიდ თავის ტკივილად, ამას ვერ მოვერიეთ, ამის პერსპექტივაც ცუდი გვაქვს, მოსახლეობა არ არის განწყობილი, რომ პირბადე გამოიყენოს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი საკმარისად მაღალი არ არის.

„40 პროცენტი იყო, ახლა 60 პროცენტამდე მოიმატა, ევროპის ქვეყნებში 90-95 პროცენტია, იქაც კი, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა ორი მესამედია. ერთადერთი ისრაელმა მოხსნა, ისიც გარე სივრცეში. საქართველოსთვის პირბადეები კოვიდის სფეროში ყველაზე სერიოზულ პრობლემად დარჩება. სხვა ყველა პრობლემა ან გადაჭრილია, მხედველობაში მაქვს პაციენტების მკურნალობა და მოვლა, ან გადაიჭრება, ვგულისხმობ ვაქცინაციას. პირბადეებზე ყველა უნდა მოგვეხმაროს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.