თენგიზ ცერცვაძე - პანდემია ჰქვია მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება სცდება ორ კონტინენტს
თენგიზ ცერცვაძე - პანდემია ჰქვია მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება სცდება ორ კონტინენტს

პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება სცდება ორ კონტინენტს, როცა ვრცელდება ორზე მეტ კონტინენტზე. ეს სიტუაცია უკვე  დე ფაქტო არსებობს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლა ჩათვალა საჭიროდ, რომ გამოეცხადებინა პანდემია.

​„ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ამ განცხადებას, რადგან პანდემია დე ფაქტო უკვე კარგა ხანია იყო და ეს ყველამ ვიცოდით. უბრალოდ, ეს არ ჰქონდა გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს. როცა ვრცელდება ორზე მეტ კონტინენტზე, ეს სიტუაცია უკვე დე ფაქტო არსებობს. თუ გაინტერესებთ, რატომ არ აცხადებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდე, მას აქვს თავისი მოსაზრებები ამ საკითხზე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს. ის აცხადებს, როცა არა მარტო ორ კონტინენტს გაცდება, არამედ როცა მოსახლეობის დიდ მასას მოიცავს. ახლა ჩათვალა, რომ საკმარისად დიდი მასა მოიცვა მან, ხედავთ რომ ყოველდღე სწრაფად იზრდება შემთხვევები, განსაკუთრებით ევროპაში და გამოაცხადა პანდემია. ოფიციალურად ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის, ჩვენ მაინც ვმუშაობდით იმ რეჟიმში, რომ პანდემია იყო დე ფაქტო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.