თენგიზ ცერცვაძე - ნუ ვიქნებით ყველაფერზე ძალიან პრეტენზიული, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია
თენგიზ ცერცვაძე - ნუ ვიქნებით ყველაფერზე ძალიან პრეტენზიული, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული 626 პირიდან 72 მედიკოსია.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პროცენტულად საქართველოს შემთხვევაში ეს მართალია, მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია.

„ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, ვიცი, რომ 72-ია. იქ ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც და თითქოს დაუდასტურდა. ხდება დამაზუსტებელი კვლევები.

მინდა, გითხრათ, რომ ეს კარგი არ არის და პროცენტი მაღალია, თითქოს ათ პროცენტზე მეტია, იცით, რატომ არის 10 %-ზე მეტი, რადგან სულ 626 ინფიცირებულია. იტალიასა და ევროპის ქვეყნებში ექვსი ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული, მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ნუ ვიქნებით ყველაფერზე ძალიან პრეტენზიული, რადგან 72 ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასებია, ეს არის მიზერული. არც ერთ მედიცინის მუშაკი არ გარდაცვლილა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დატოვე კომენტარი