თენგიზ ცერცვაძე - „ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე
თენგიზ ცერცვაძე - „ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე.

„ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. ეს, დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს „ნოვოვაქსი“ საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. წინასწარი მონაცემებით, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან საქართველომ „ნოვოვაქსთან“ ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია. გვსაყვედურობენ ოპონენტები, რატომ დიდი ხნით ადრე არ დაიწყეთ კომუნიკაციაო, აი, დაიწყეს „ნოვოვაქსთან“ დიდი ხნით ადრე და სავარაუდოდ, მივიღებთ მილიონ დოზას. უკვე არის წინადადება, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის გეგმის საკითხს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისივე განმარტებით, ჯერ ოფიცილაურად არ დადებულა ინსტრუქცია, თუმცა, არსებული ინფორმაციით,  „ნოვოვაქსის“  შემთხვევაშიც ორჯერ აცრა იქნება საჭირო.