თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა გამოჯანმრთელებით დამთავრდება
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა გამოჯანმრთელებით დამთავრდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს პნევმონია აქვს.

მისივე თქმით, აქედან ოთხი პაციენტი პრობლემურად ითვლება.

თუმცა ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ყველა პაციენტი სიმძიმის ეტაპებს გაივლის და გამოჯანმრთელდება.

„12 პაციენტს აქვს ამჟამად პნევმონია, თანდათან ჩნდება პნევმონია. ამ ინფექციას ახასიათებს დამძიმება, რადგან ვირუსის გამრავლება გრძელდება ორგანიზმში. 12-ს აქვს პნევმონია, ოთხს ვთვლით პრობლემურად, მაგრამ პირველი, ვინც ყველაზე მძიმე იყო და ვისიც გვეშინოდა არ მინდა ვთქვა, მაგრამ ვისთანაც ფრთხილად ვიყავით, მან გაიარა სიმძიმის პიკი და წავიდა გაუმჯობესებისკენ. დანარჩენი სამი შედარებით მძიმეა და ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან გამოჯანმრთლებით დამთავრდება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება საჩხერეში მყოფ პაციენტებს, ცერცვაძე ამბობს, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.

„საჩხერეში მყოფი პაციენტები საერთოდ ძალიან კარგად არიან. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ ,- დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.