თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას ჯერჯერობით წარმატებით ვმართავთ
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას ჯერჯერობით წარმატებით ვმართავთ

500-დან 600-მდე კორონავირუსის შემთხვევას ვმართავთ და ვითარება კონტროლირებადია, ხოლო როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 700-ზე, 900-ზე ან 1 500 შემთხვევაზე, ეს ძნელი სათქმელია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რა რიცხვებზე შეიძლება აღარ იყოს ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადი“.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული მატების მიუხედავად, ჯერჯერობით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და ვითარების მართვა წარმატებით ხორციელდება.

„500-დან 600-მდე კორონავირუსის შემთხვევას ვმართავთ და ვითარება კონტროლირებადია, ხოლო როგორი იქნება მდგომარეობა 700-ზე, 900-ზე ან 1 500 შემთხვევაზე, ეს ძნელი სათქმელია. ფაქტია, კორონავირუსის ამ რაოდენობას, ამ სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას ჯერჯერობით ძალიან წარმატებით და სრულფასოვნად ვმართავთ. კიდევ გავიმეორებ, არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციისა და ვისაც სჭირდება, კლინიკაში მოთავსების გარეშე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.