თენგიზ ცერცვაძე - დავხვეწეთ, განვაახლეთ ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები, რათა არ შეიქმნას შეფერხება, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო
თენგიზ ცერცვაძე - დავხვეწეთ, განვაახლეთ ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები, რათა არ შეიქმნას შეფერხება, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკური საბჭოს სხდომაზე პაციენტის ჰოსპიტალიზაციასა და გაწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. მისივე თქმით, დახვეწეს და განაახლეს ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები, რათა ამ კუთხით ქვეყანაში შეფერხება, ხარვეზი არ მოხდეს.

ამასთან, როგორც ცერცვაძე განმარტავს, კრიტერიუმები განახლების საჭიროება კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

„დავხვეწეთ, განვაახლეთ ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები. ალბათ იცით, რომ ეს კრიტერიუმები პერიოდულად ახლდება და დამოკიდებულია, თუ როგორია აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში. როგორ უნდა იმართოს კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ნაკადი ისე, რომ მოსახლეობა არ შეწუხდეს, არ შეიქმნას ის შეფერხება, ხარვეზები, რომლებიც მართალია სხვა ქვეყნებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც ნოემბერ-დეკემბერში მაინც იყო. ამაზე ვიმსჯელეთ. ამისთვის გადავწყვიტე, რომ ოპტიმალური იყოს ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები. ყველა იმ შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, სადაც აუცილებელია, მაგრამ არ მოხდეს იქ, სადაც აუცილებელი არ არის და ტყუილად გადატვირთავს სტაციონარს. ასევე, უნდა გაეწეროს ყველა ის პაციენტი, რომელიც აღარ საჭიროებს ჰოსპიტალში ყოფნას და მეორე მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმ პირების გაწერა, რომლებიც ჯერ კიდევ ჰოსპიტალში ყოფნას საჭიროებენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.