თენგიზ ცერცვაძე - არსებული „პისიარ“ ტესტები იჭერს ახალ შტამს და წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა მისგან იცავს
თენგიზ ცერცვაძე - არსებული „პისიარ“ ტესტები იჭერს ახალ შტამს და წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა მისგან იცავს

არსებული „პისიარ“ ტესტები იჭერს ახალ შტამს და წინასწარი მონაცემებით, ვაქცინა მისგან იცავს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი შტამით გამოწვეული დაავადება უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს და არც მეტ სიკვდილობას იწვევს.

„ახალი შტამი უფრო იოლად გადადის ავადმყოფიდან ჯანმრთელ ადამიანზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ამ შტამით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი გაიზარდოს და ეს ერთგვარ რისკს ქმნის, რომ ​ინფიცირებულების საერთო რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს. საბედნიეროდ, სხვა მხრივ, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული რაიმე მეტი მავნებლობა ახალი შტამისგან. კერძოდ, უკვე დაფიქსირდა და დარწმუნდნენ, რომ ახალი შტამით გამოწვეული დაავადება უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს, მეტ სიკვდილობას არ იწვევს. იყო საუბარი, რომ ბავშვებში და ახალგაზრდებში უფრო ხშირია და უფრო მძიმედ მიდის. უფრო ხშირი შეიძლება არის, მაგრამ უფრო მძიმედ არ მიდის. დადგინდა, რომ არსებული „პისიარ“ ტესტები იჭერს ახალ შტამს.

ვაქცინა დაიცავს თუ არა ამ ახალი შტამისგან, ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ნანახია, რომ დიახ, ვაქცინა დაიცავს. ჯერ ბოლომდე ეს ცნობილი არ არის, მაგრამ ითვლება, რომ ის პირები, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ ძველი შტამის მიმართ, ეს იმუნიტეტი გამოადგებათ ახალი შტამის მიმართაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.