თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა.

„იყო რამდენიმე სიგნალი, რომ კოვიდით რეინფიცირება მოხდა. ადამიანი ამბობდა, რომ მას ინფექცია ჰქონდა და მეორედ დაემართა. ჩაღრმავებული კვლევით ვერ დადასტურდა, რომ მას ნამდვილად მეორედ დაემართა. შესაძლოა, პირველად ტესტი არ ჰქონდა გაკეთებული და უბრალოდ კლინიკური ნიშნები ჰქონდა“,  – განაცხადა ცერცვაძემ.