თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 45 პაციენტი იმყოფება.

მისივე განმარტებით, გვიან ღამით ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ცერცვაძე ამბობს, რომ ის არ გაზდილა და კვლავ 33-ს შეადგენს.

„ამ წუთში ჩვენს კლინიკაში წევს 45 პაციენტი. ინფიცირებულების რაოდენობა ამ მომენტისთვის არ შეცვლილა. ქევყანაში არის 33 ინფიცირებული პაციენტი. მათგან 28 პაციენტი წევს ჩვენთან, დანარჩენები არიან სხვადასხვა კლინიკაში, სამი წევს საჩხერეში, ორი იმ კლინიკებში, რომლებიც ჩვენთან ერთად მიმღებად არის დასახელებული. სულ არის 33 პაციენტი. არ შეცვლილა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა“,- განაცხადა ცერცვაძემ.