თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის

ჩვენთან კორონავირუსით რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

„არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.