თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ ბრიუსელში, საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ ბრიუსელში, საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი საერთაშორისო კინოფესტივალს (Regained Freedom International Film Festival) მასპინძლობს. 24 ნოემბერს კინოფესტივალზე ცნობილი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიების“ ჩვენება გაიმართება.

ბრიუსელში „მონანიებას“ რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგენს, როგორც ფილმის სცენარის ავტორი. თენგიზ აბულაძემ „მონანიება“ 1984 წელს გადაიღო. „პერესტროიკის წინასწარმეტყველებად“ წოდებული ფილმის პრემიერა კი ოდნავ მოგვიანებით შედგა. მანამდე ქართული საზოგადოება არალეგალური გზით გავრცელებული ვიდეოკასეტებით აწყობდა კინოსურათის დახურულ ჩვენებებს.

„მონანიების“ პირველი ჩვენება ტრიუმფით გაიმართა მოსკოვში. ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა.

ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე (Regained Freedom International Film Festival) წარმოდგენილი იქნება ფილმები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და ხორვატიიდან. საუბარია ფილმებზე, რომლებიც უპირისპირდებიან ტოტალიტარულ რეჟიმებს.

ფესტივალს ბრიუსელი 30 ნოემბრამდე უმასპინძლებს.