ტენესში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზრდა
ტენესში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზრდა

აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზრდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, სტიქიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ტორნადოს შედეგად დაზარალებული 150 ადამიანი გადაიყვანეს. დაინგრა 48 შენობა. დაზიანებულია ხიდები და ქუჩები. ტელეკომპანია „ეიბისის“ ცნობით, ნეშვილის აეროპორტში ერთმანეთს რამდენიმე თვითმფრინავი დაეჯახა. ტენესის შტატის 74 ათასი აბონენტის ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 6 მარტს დაზარალებულ რეგიონში ჩასვლას აპირებს.

დატოვე კომენტარი