„ბრიუგეს“ მთავარი მწვრთნელი ალფრედ შრიოდერი „აიაქსში“ ერიკ ტენ ჰაგს შეცვლის, – იუწყება Sky Germany.
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტი ამსტერდამული კლუბის მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
21 აპრილს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოაცხადეს, რომ მათ კლუბს ტენ ჰაგი ჩაიბარებს და კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია. ნიდერლანდელ სპეციალისტთან ინგლისურმა მხარემ ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა, პლუს ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
შრიოდერი „ბრიუგეს“ სათავეში 2022 წლის იანვარში ჩაუდგა, მანამდე კი „ჰოფენჰაიმსა“ და „ტვენტეს“ წვრთნიდა.