თემურ შაშიაშვილმა, რომელიც დღევანდელ დებატებში მონაწილეობას ითხოვდა, პირველი არხის შენობა დატოვა
პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან, გრიგოლ ვაშაძესთან და დავით ბაქრაძესთან დებატებში მონაწილეობას ითხოვდა, პირველი არხის შენობა დატოვა.
შაშიაშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, ყველგან შესვლის უფლება ჰქონდა.
თემურ შაშიაშვილი პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორსა და გადაცემა „დებატები 2018“-ის წამყვან გიორგი გვიმრაძეს შეხვდა.
როგორც გიორგი გვიმრაძემ თემურ შაშიაშვილს განუცხადა, დებატებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ამას თავად საპრეზიდენტო კანდიდატები, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე დათანხმდებოდნენ.
პირველი არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატები იმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მონაწილეობს: პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა პირველ არხზე რამდენიმე დებატებში უკვე მიიღო მონაწილეობა.