თემურ ქეცბაია - იმედია, ჩემპიონის ბედი მოედანზე წელს მაინც გადაწყდება
თემურ ქეცბაია - იმედია, ჩემპიონის ბედი მოედანზე წელს მაინც გადაწყდება

კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ პრინციპულ მეტოქეს, მოქმედ ჩემპიონ ნიქოზიას „ომონიას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა (1:1) მოიპოვა. შეხვედრაზე კომენტარი ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

„თუ ვინმეს ეკუთვნოდა გამარჯვება, ეს „ანორთოსისი“ იყო, მაგრამ ჩვენ ისეთი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რომლებსაც ხელიდან არ უშვებენ. იმედია, წელს მაინც გაირკვევა ჩემპიონი მოედანზე და არა ეს საკითხი ფურცელზე არ გადაწყდება“, – ამბობს ქეცბაია.

თემურ ქეცბაიამ ამით მიანიშნა იმაზე, რომ გასულ სეზონში ნიქოზიას „ომონიამ“ ჩემპიონობა დაუმსახურებლად მოიპოვა. ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ და „ომონიამ“ 22 ტურის შემდეგ 43 ქულა დააგროვეს. ჩემპიონატის განახლება რეალური იყო კვიპროსზე, სადაც ეპიდემოლოგიური მდგომარეობა მძიმე არ გახლდათ. მაგრამ „ანორთოსისისა“ და ქეცბაიას წინააღმდეგობის მიუხედავად, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ტურნირი შეწყვიტა და ჩემპიონატი „ომონია“ გამოაცხადა.