თემურ ქეცბაია - ესპანეთთან კონკურენცია სხვა პლანეტაზე ყოფნას ნიშნავს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ესპანეთთან კონკურენცია სხვა პლანეტაზე ყოფნას ნიშნავს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებმა გრანადაში თემურ ქეცბაიას კვიპროსი ევრო 2024-ის შესარჩევში 6:0 დაამარცხა. მძიმე მარცხის შემდეგ თემურ ქეცბაიამ მეტოქის სიძლიერეც აღიარა და ისიც, რომ მისი გუნდი ჯერ ამ დონეზე კონკურენციისთვის მზად არ არის.

„ესპანეთი სხვა დონეა. სამწუხაროდ, ამ დონეს თუ ვერ მიაღწევ. ნამდვილი ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია. მთელი 90 წუთის განმავლობაში, მათ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ. ეს მძიმე მარცხია, მაგრამ მე არ შემიძლია მოთამაშეებს პრეტენზია წავუყენო, რომ არ იბრძოლეს, მაგრამ ჩვენ ამ დონისგან შორს ვართ.

ჩვენმა გუნდმა ახლო წარსულში საბერძნეთსა და ისრაელსაც მოუგო, მაგრამ ახლა ვსხედვართ და ვსაუბრობთ იმ გუნდის დონეზე და მოთამაშეებზე, რომლებიც ესპანეთში არიან. მათთან მოგება უბრალოდ შეუძლებელია. ვცდილობდით შეგვეზღუდა და ბევრი არ გაგვეშვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ესპანეთმა მაინც 6 გოლი გაგვიტანა. როცა ასეთ გუნდს უთამაშებელი და უგუნდო ფეხბურთელებით ხვდები, უკეთესს არაფერს უნდა ველოდოთ.

ყველა კვიპროსელს სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა და ტოპ ფორმაში ყოფილიყვნენ, მაინც ფაქტის წინაშე ვიქნებოდით, რომ ესპანეთი ის გუნდია, რომელიც ოთხი თვის წინ ერთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო ნაკრები გახდა. ეს ყველა ჩვენგანისთვის კარგი გაკვეთილია. ამ დაღმავალ სპირალში, რომელშიც ჩვენ ვართ, უკეთესის მოლოდინი ძალიან ძნელია.

ან რა ცვლილებები უნდა მოგვეხდინა შოტლანდიის შემდეგ? ვცდილობთ, მეტ მოთამაშეს ვენდოთ, რომლებიც მეტ-ნაკლებად თამაშობენ, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ თამაშებიდან და ჩვენი დონის გუნდებთან უნდა ვიბრძოლოთ. ესპანეთთან კონკურენცია სხვა პლანეტაზე ყოფნას ნიშნავს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.