თემურ მღებრიშვილი - მდინარის კალაპოტთან, სადაც ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს მობილიზაცია, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ
თემურ მღებრიშვილი - მდინარის კალაპოტთან, სადაც ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს მობილიზაცია, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ

მდინარის კალაპოტთან, სადაც ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს მობილიზაცია, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მიწის მასის დამუშავების დროს იპოვეს.

„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზაცია მიმდინარეობს, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ. დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ სპეციალური აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილი.

ონის მუნიციპალიტეტში, მეექვსე დღეა, ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.