თემურ ჭყონია - მამუკა ხაზარაძეს მესიჯი გავუგზავნე, როგორც მეგობარს, მე რა ვიცოდი, აივანზე თუ გადმოდგებოდა და მთელ მსოფლიოს მოსდებდა
თემურ ჭყონია - მამუკა ხაზარაძეს მესიჯი გავუგზავნე, როგორც მეგობარს, მე რა ვიცოდი, აივანზე თუ გადმოდგებოდა და მთელ მსოფლიოს მოსდებდა

მამუკა ხაზარაძეს ​მესიჯი გავუგზავნე, მერი რომ დაიწყებს მუშაობას, წალენჯიხაში ვაპირებ ჩასვლას-მეთქი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს მესიჯი, როგორც მეგობარს, ისე მისწერა და წალენჯიხაში ჩასვლა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით სურდა.

„მესიჯი გავუგზავნე, კაცო. მე რა ვიცოდი, ახლა მთელ მსოფლიოს თუ მოსდებდა?! მესიჯი გავუგზავნე, მერი რომ დაიწყებს მუშაობას, ვაპირებ ჩასვლას-მეთქი. მამუკა ჩემი მეგობარია და ჩვეულებრივ, როგორც მეგობარს. მე რა ვიცოდი, ახლა აივანზე თუ გადმოდგებოდა. ჩემს თავს დავუსვი კითხვა, წალენჯიხაში ვინაიდან მერი ასეთი აქტიური სპორტსმენია, შესაძლებელია თუ არა რამის გაკეთება და შედეგის მიღება. ეს საკითხი ვისაც გადაჰყავს პოლიტიკურ ქვეტექსტში, არის ჩამორჩენილობის ყველაზე დიდი დოზა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.