თემურ ჩოგაძის სადებიუტო გოლი ლიეტუვაში - ზაზა ციცქიშვილი მატჩის მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ზაზა ციცქიშვილმა ყაზახეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და „ატირაუს“ (მის გარდა, გია ჩადუნელი, გიორგი გადრანი და გიორგი ნიქაბაძე არიან) „ჟეტისუსთან“ ქულა მოუტანა 1:1.
ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჩადუნელმა ითამაშა, გადრანი სათადარიგოებში იყო, მიქაბერიძე კი განაცხადში არ იყო. ციცქიშვილი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა, გოლი 90+6-ე წუთზე გაიტანა და ყვითელი ბარათიც მიიღო.
ლიეტუვის A ლიგაში ანტონ თოლორდავას და თემურ ჩოგაძის „კაუნო ჟალგირისმა“ შინ „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან ერთ-ერთი გოლი ჩოგაძის ანგარიშზეა (პირველი სეზონში), რომელმაც მეტოქის კარი 28-ე წუთზე აიღო და 78-ე წუთზე შეცვალეს, თოლორდავამ კი შეხვედრა სრულად ჩაატარა.