თემურ ჩოგაძემ ისლანდიელებს გაუტანა - სანდრო ნარიმანიძემ „ჟილინაში“ შეუცვლელად ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თემურ ჩოგაძემ ისლანდიაში „ვალურს“ გაუტანა და „კაუნო ჟალგირისის“ შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა.
ქართველი შემტევი, ისევე როგორც ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა ლიეტუვის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა, თოლორდავა კი მოედანზე ბოლო წუთამდე დარჩა. შინ ნათამაშები 1:1-ის შემდეგ გასვლაზე ანგარიში ჩოგაძემ გახსნა და საბოლოოდ, „ჟალგირისმა“ 2:1 მოიგო.
სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ პოლონურ „რაკოვთან“ პირველი მატჩი 0:3 წააგო. განმეორებითში, სლოვაკეთში მე-13 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ, ისევ დამარცხდა – 1:3. 19 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი პაპუნაშვილის და დავით ვოლკოვის „ზირამ“ სპლიტის „ჰაიდუკთან“ საპასუხო მატჩი ხორვატიაში დამატებულ დროში 1:2 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. ორივე ქართველი სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე ითამაშა.