თემურ ალასანია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია, რადგან დღემდე ციხეშია
თემურ ალასანია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა არ მიუღია, რადგან დღემდე ციხეშია

როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი სააკაშვილისთვის? არ გააკეთა, – განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ალასანიამ უპასუხა შეკითხვას, როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე სანდო ადამიანსა და მის ხერხემალს, როგორ მიაჩნია, სააკაშვილმა მისი პოლიტიკური გუნდისგან ადეკვატური მხარდაჭერა მიიღო თუ არა.

„ეს მიშას უნდა ჰკითხოთ. მე მგონია, არა, რადგან დღემდე ციხეშია. ბევრი მათგანი აკეთებს შესაძლებელს. მაგრამ, ეს არის სიტუაცია, რომელიც თხოულობს შეუძლებელს. ვკითხოთ თითოეულმა ჩვენს თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი? თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? არ გააკეთა. აკეთებენ შესაძლებელს. მე მესმის, რა ნება მაქვს, მე მოვთხოვო, საკუთარი გადაყარეთ. პატრიოტიზმი სწორედ ეს არის, პირადულზე უარის თქმა. შეიძლება, ყველას მოვთხოვოთ ერთნაირად?

ჩემი გადმოსახედიდან, გასაკეთებელია ბევრი; შეიძლება, გაკეთდეს ბევრი – დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, დამთავრებული ყველა იმ დემოკრატიული და კონსტიტუციურად გამყარებული მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მსოფლიოში გამოიღო თავისი შედეგი“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.