თემურ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
თემურ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

როგორც პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ. მოტივად კი, ის დასახელდა, რომ გამოძიების მოცემულ ეტაპზე ყველა მთავარი მოწმე დაკითხულია და წარმოდგენილია ყველა წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსამართლემ მიიჩნია, რომ აბაზოვის მხრიდან გამოძიებისთვის ხელშეშლის ან მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება არ არსებობს და მას საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულების ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.