თემთა პალატის დეპუტატი - საქართველო არ არის ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ იმედი მაქვს, შეგვიძლია ძლიერი მხარდაჭერა და დაცვა რუსული აგრესიისგან
თემთა პალატის დეპუტატი - საქართველო არ არის ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ იმედი მაქვს, შეგვიძლია ძლიერი მხარდაჭერა და დაცვა რუსული აგრესიისგან

საქართველო არ არის ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია ძლიერი მხარდაჭერის გამოცხადება და საქართველოს დაცვა რუსული აგრესიისგან, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატმა, გრეი ჯეიმსმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, ძალიან კარგად იცავენ საზღვრებს და როდესაც ეს საზღვრები ირღვევა რუსეთის თუ სხვა ვინმეს მხრიდან, უსაფრთხოების დამხმარე ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, თქვენი ქვეყნის დიდი მეგობარი ვარ. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ჩვენი დაცვა, ჩვენი მხარდაჭერა, ისევე როგორც ალიანსის სუვერენული ქვეყნები აკეთებენ აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებზე. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოსთვის, ეს არის ვიმსჯელოთ. საქართველო არ არის ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია ძლიერი მხარდაჭერის გამოცხადება და საქართველოს დაცვა რუსული აგრესიისგან.

ალიანსი ძალიან დელიკატურად ინარჩუნებთ ბალანსს. რუსეთი ნატო-ს გარშემო წრეს კრავს, მაშინ როდესაც მაგალითად საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ნატო-სკენ სვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ გავაღიზიანებთ დიდ დათვს, ჩვენ ამ დიდ დათვს ვაჩვენებთ ძალას დაძაბულობის გარეშე და კუთხეში დავაყენებთ. ეს ძალიან საფრთხილო და ძალიან მგრძნობიარე საკითხია. საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, ძალიან კარგად იცავენ საზღვრებს და როდესაც ეს საზღვრები ირღვევა, რუსეთის თუ სხვა ვინმეს მხრიდან, ჩვენ არ უნდა ვდისანტცირდეთ პრობლემებისგან და უსაფრთხოების დამხმარე ნაბიჯები გადავდგათ“,- აცხადებს გრეი ჯეიმსი.