თემთა პალატამ ინგლისსა და უელსში ევთანაზიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

17:56, 20.06.2025

თემთა პალატამ ინგლისსა და უელსში ევთანაზიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, კენჭისყრას წინ უძღოდა ხანგრძლივის დებატები, რომელიც 100 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დოკუმენტს 314 ხმით 291-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. კანონპროექტი ლორდთა პალატაში გადაიგზავნება.

კანონპროექტის თანახმად, ევთანაზიის ლეგალიზებით, უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტები სიცოცხლის დასრულებას სამედიცინო პერსონალის დახმარებით შეძლებენ.

მსგავსი