თემქაზე ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავებული ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს
თემქაზე ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავებული ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, თემქაზე, ე.წ. არაშენდას შენობაში, ლიფტის დაზიანების შედეგად ორი მოქალაქე დაშავდა. როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, რა დროსაც ლიფტმა ღია კარის მდგომარეობაში უკუმოძრაობა დაიწყო.

„შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე. ერთ-ერთს ადგილზე გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მეორე კი გადაყვანილია საავადმყოფოში. ლიფტმა დაიწყო მოძრაობა ღია კარის მდგომარეობაში. როდესაც ლიფტი გაჩერდა და მოქალაქეები გამოდიოდნენ, დაიწყო მოძრაობა უკუმიმართულებით, ანუ ზემოთ და შესაბამისად, რეაგირება ვეღარ მოასწრეს მოქალაქეებმა. აქედან გამომდინარე მოხდა ის დაზიანებები.

რაც შეეხება უშუალოდ ლიფტის რეაბილიტაციის საკითხს, ჯერ კიდევ 2015 წელს აღნიშნული კორპუსის ამხანაგობის მიერ მოძიებულმა კომპანიამ გამგეობის დაფინანსებით მოხდინა რეაბილიტაცია. მას შემდეგ ჩვენთან რაიმე სახის განაცხადი, ლიფტის რეაბილიტაციის დაფინანსებაზე, არ შემოსულა“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დატოვე კომენტარი