თემქაზე არასრულწლოვანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა

20:45, 07.03.2018

თბილისში, თემქაზე არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი