ტემპერატურის მატების გამო, თბილისში კახეთიდან საშუალო ასაკის მამაკაცი გადმოიყვანეს
ტემპერატურის მატების გამო, თბილისში კახეთიდან საშუალო ასაკის მამაკაცი გადმოიყვანეს

კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში ტემპერატურის მატების გამო საშუალო ასაკის მამაკაცი გადმოიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს.

თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 455 ადამიანია,  43 მოქალაქეს კი დადგენილი ვადა ამოეწურა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რეგიონში 8 საკარანტინო სივრცეში ჯამში 476 მოქალაქე იმყოფება.