თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით სუს-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით სუს-ის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

დღეს ერთი წელი შესრულდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფოს ჩადენილი დანაშაულის აღიარება არ უნდა და დამნაშავეებს ხელს აფარებს.

დღესვე, 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გამართავენ.