თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრას თურქული კლინიკის წარმომადგენელიც დაესწრო
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
„ჯანდაცვის სამინისტროში ახლახან დასრულდა შეხვედრა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძეს, თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, ოჯახის ადვოკატსა და თურქული კლინიკის შუამავალი კომპანიის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე პაციენტის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმე რჩება.