თემირლან მაჩალიკაშვილის სახლს დღეს პროკურატურის წარმომადგენლები და მიწვეული ექსპერტი დაათვალიერებენ

08:02, 16.02.2018

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის  საცხოვრებელ სახლში დღეს საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები და ექსპერტები ჩავლენ.

მათთან ერთად, სოფელ დუისში ჩასვლას გეგმავს მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, ასევე მიწვეული ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.

ამის შესახებ პირველ არხს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

გამომძიებლები და ექსპერტები იმ ოთახს დაათვალიერებენ და მოკვლევას ჩაატარებენ, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მსგავსი