თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე გადაწყვეტილებას უხუცესებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე გადაწყვეტილებას უხუცესებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მთავარ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და თბილისში ჩასვლა სთხოვეს, – ამის შესახებ პირველ არხს თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

„დღეს დაგვიკავშირდნენ პროკურატურიდან და გვითხრეს, თბილისში გენერალურ პროკურორთან შეხვედრაზე ჩავიდეთ, მაგრამ ჯერ ხეობის უხუცესებს და მუსლიმური თემის წარმომადგენლებსაც დაველაპარაკებით და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ“, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა.

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა ოჯახის წევრებმა 26 იანვარს სოფელ დუისში გამართულ აქციაზე მოითხოვეს.

მაჩალიკაშვილებს პროკურატურასთან სპეცოპერაციის დეტალების გამოძიებასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

შეხვედრის თარიღი ჯერ უცნობია.