თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - სპეცრაზმს ჩემი შვილი სხვა პიროვნებაში აერია
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - სპეცრაზმს ჩემი შვილი სხვა პიროვნებაში აერია

პანკისში მუსლიმი თემის და ხეობის უხუცესები პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთობლივი მიმართვის გაკეთებას გეგმავენ. 26 დეკემბერს  სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილის თქმით, პირველივე დღიდან ეჭვობდა, რომ სპეცრაზმს მისი შვილი სხვაში შეეშალა.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დაკავებულმა, რუსლან ალდამოვმაც გამოთქვა ეს ეჭვი, მაჩალიკაშვილის დედა ახლა უკვე დადასტურებულად აცხადებს, რომ მისი შვილი მსხვერპლია.

,,საქართველოში არ ყოფილა აქამდე ტერაქტი, სუს-მა ჩემს სახლში მოაწყო ტერაქტი და სრულიად უდანაშაულო შვილი, ლოგინში მწოლიარე მომიკლა. ჩემს შვილს და რუსლან ალდამოვს ერთ სახელს ეძახდნენ, ერთ უბანში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, ამიტომ შეეშალათ, ან ის რატომ უნდა მოეკლათ. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, ალყაში ხართ და გამოდითო. ასე მისვლა და ტყვიის შუბლში სროლა როგორ შეიძლებოდა”,- აღნიშნა მედიკო მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი სუსის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს.