ტემი ბრუსი - რუსეთთან არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება
ტემი ბრუსი - რუსეთთან არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება

რუსეთთან არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი გადაწყვეტილებები, არანაირი შეთანხმება, ვიდრე ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.

ტემი ბრუსმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა რაიმე განხილვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

ტემი ბრუსის თქმით, ბზობის შემდეგ, როდესაც ქალაქ სუმიზე თავდასხმა განხორციელდა, აშკარაა დინამიკა, სადაც მეტი კითხვა უნდა გაჩნდეს იმის შესახებ, სინამდვილეში ვინ არის მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის მიმართ ერთგული.

„არ არსებობს მოლაპარაკებები ან შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია ადმინისტრაციის, ასევე მდივან რუბიოს რეგულარულ განცხადებებზე. ვიდრე ეს არ შეიცვლება, შეწყდება, მსგავსი არაფერი ხდება, და ჩვენ, ცხადია, ცეცხლის შეწყვეტისთვის ვაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.