ტელესკოლის გაკვეთილები ყოველ დღე საქართველოს ჰიმნით დაიწყება - პირველი არხი I განათლება

ტელესკოლის გაკვეთილები ყოველ დღე საქართველოს ჰიმნით დაიწყება. ჰიმნს ასრულებს ანსამბლი „მართვე“, რომლის დამაარსებელია ანზორ ერქომაიშვილი.

პირველი არხი | განათლების ეთერში დღეიდან საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო.

განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, დღეიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

პირველი არხი | განათლება

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.