ტელესკოლის გაკვეთილები ეთერში ბრუნდება
ტელესკოლის გაკვეთილები ეთერში ბრუნდება

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, ეთერში ბრუნდება ტელესკოლის გაკვეთილებიც.

ტელესკოლის ეთერში საგაკვეთილო პროცესი დღეს, 09:00 საათიდან განახლდება.

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

ტელესკოლა

დატოვე კომენტარი