„ტელესკოლა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ვიდეორგოლში 

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტის მაგალითი.

ვიდეორგოლი ევროპის მაუწყებელთა კავშირმა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით შექმნა. კლიპში ხაზგასმულია კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოებრივი მაუწყებლების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ​უმოკლეს დროში საგანმანათლებლო სატელევიზიო არხების შექმნასა და მოსწავლეებისთვის ალტერნატიული გზით განათლების მიწოდებაზე.

ვიდეორგოლში 17 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ შორის საქართველოს პირველი არხი მონაწილეობს.

დატოვე კომენტარი