„ტელესკოლა“ 15 სექტემბრიდან სრულად დაიწყებს მაუწყებლობას
„ტელესკოლა“ 15 სექტემბრიდან სრულად დაიწყებს მაუწყებლობას

„ტელესკოლა“ 15 სექტემბრიდან სრულად დაიწყებს მაუწყებლობას.

საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლის“ გენერალური პროდიუსერის, თამარ ციციშვილის განცხადებით, ეთერი განახლდება გაკვეთილების ცხრილით, რომელიც ყველა გაკვეთილს მოიცავს და სასწავლო გეგმას მიყვება.

„ასევე, ჩვენ გვქონდა პროექტები, რომლებიც არის სასწავლო პროცესის დამატებითი რესურსი. ეს პროექტებიც ჩაეშვება ეთერში. ჩვენ ყველანი ველოდით, რომ სრულყოფილად დაიწყებოდა სასწავლო პროცესი, მაგრამ ამ ეტაპისთვისაც მზად ვართ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გაკვეთილებით ძალიან დავეხმარებით, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს“, – განაცხადა თამარ ციციშვილმა.

ციციშვილის განმარტებით, „ტელესკოლის“ გაკვეთილების ფორმატი უცვლელი იქნება.

„ყველა კლასისთვის 15-წუთიანი გაკვეთილი იქნება, კვირაში ერთხელ ერთ საგანში. ამას დაემატება ინგლისურის გაკვეთილები არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, დიდებისთვისაც. ასე რომ, 15 სექტემბერს, 09:00 საათზე „ტელესკოლა“ განაახლებს მაუწყებლობას“, – განაცხადა თამარ ციციშვილმა.

ტელესკოლა განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც 30 მარტს დაიწყო.

დატოვე კომენტარი