ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა
ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა.

აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მედიასაშუალებას რეგისტრირება 13 ივნისს, „უცხოეთის აგენტის რეგისტრირების აქტის“ შესაბამისად მოსთხოვა.

რუსული ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა ბოლო ვადის დაწესება „კანიბალისტურ ზომად“ შეაფასა.

„სისხლის სამართლის საქმესა და რეგისტრაციას შორის ჩვენ ბოლო ავირჩიეთ. ვულოცავთ აშშ-ის სიტყვის თავისუფლებას და მათ, ვისაც ამის ჯერ კიდევ სჯერა“, – განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.

რეგულაციის მიხედვით, რუსულმა ტელეკომპანიამ აშშ-ის ხელისუფლებას კონტაქტებსა და ხელფასებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. რეგისტრაცია ასევე ეხება ინტერვიუების ორგანიზების საკითხსაც.